Wednesday, September 27, 2023

ონლაინ სასამართლო – ადვოკატმა სააკაშვილს მოუწოდა, „პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა ეჩვენებინა“, თუმცა მოსამართლემ ყოფილ პრეზიდენტს ამის უფლება არ მისცა

მთავარი

(ACCnews) სასამართლო პროცესზე, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა “ვივა მედიდა” დისტანციურად ერთვება, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ყოფილ პრეზიდენტს სთხოვა წამოდგარიყო და საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა ვიზუალურად ეჩვენებინა.

ადვოკატმა განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა ნახოს, რა შედეგი გამოიღო 8-ვიანმა მკურნალობამ.

მეტი:   მიხეილ სააკაშვილი: "ციხეში მკლავენ ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო ღიად და საჯაროდ"

ადვოკატის მოწოდების მიუხედავად, მოსამართლემ მსჯავრდებულ პრეზიდენტს ამის უფლება არ მისცა.

„მინდა ბატონ მიხეილ სააკაშვილს მივმართო, წამოდგეს, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ შეხედოს და თქვენც, ბატონო მოსამართლე, შეხედოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ეს არის დაახლოებით აზოვის ბატალიონის ბიჭები რომ გამოუშვეს, იგივე მდგომარეობა. ვნახოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება და დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი. ვნახოთ, 8-თვიანი მკურნალობის შედეგი, რომელსაც ასე „წარმატებით“ ეწევა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მეტი:   უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან შეშვებას ითხოვს

თავის მხრივ, შალვა ხაჭაპურიძის მიმართვაზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ჩართვის დროს „გაშიშვლებას დაიწყებდა“, მას გათიშავდნენ და პროცესში მონაწილეობის მიღების უფლებას აღარ მისცემდნენ.

მეტი:   "პუტინი და მისი გარემოცვიდან 1000 პირი კანადაში ვეღარ შევლენ" - კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადადების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img