(ACCnews) “ვიწყებთ ერთწლიან კურსს კიბერდანაშაულთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
სწავლებაში ჩართულები არიან ქართველი კიბერუსაფრთხოების ექსპერტები, გამომძიებლები და პროკურორები, რომლებიც კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიცირებული სასამართლო ექსპერტები გახდებიან.
სწავლებას უძღვება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ოვი კეროლი.