(ACCnews) სენატორ ედ მარკის ხელმძღვანელობით, ამერიკელი კონგრესმენების 5-კაციანი დელეგაცია, ტაივანში ჩავიდა.
ედ მარკის ოფისში განაცხადეს, რომ კანონმდებლები “დაადასტურებენ შეერთებული შტატების მხარდაჭერას ტაივანისადმი” და ასევე “მხარდაჭერას გამოხატავენ ტაივანის სრუტეში სტაბილურობისა და მშვიდობის მიმართ”.
მედიის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: „დემოკრატი“ კონგრესმენები, ჯონ გარამენდი, ალან ლოუენთალი და დონ ბეიერი და „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ამატა კოლმენ რადევაგენი.
შეგახსენებთ, ტაივანს რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი სტუმრობდა, რამაც ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია, რომელიც ტაივანს სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს. პელოსის ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთმა კუნძულის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.