Saturday, September 23, 2023

“თქვენს განკარგულებაშია ნატო-ს ყველა ინსტრუმენტი, ზოგიერთი ინსტრუმენტი უნიკალურია და მხოლოდ საქართველოსთვის მოქმედებს” – ხავიერ კოლომინა

მთავარი

(ACCnews) “თქვენს განკარგულებაშია ნატო-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ხავიერ კოლომინამ პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის ყველა საკითხი განიხილეს.

“შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. ორივე შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა. ჩვენ შევეხეთ უსაფრთხოების და თავდაცვის ყველა საკითხს, ასევე პოლიტიკურ საკითხებსაც, რომელთა განხილვაც საჭიროა.

მეტი:   ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნის ინიციატიით გამოდის

ნატო-საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, როგორც პარტნიორს. გვაქვს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა. თქვენს განკარგულებაშია ნატო-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ზოგიერთი ინსტრუმენტი უნიკალურია და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის მოქმედებს,” – განაცხადა კოლომინამ.

მეტი:   "აღვნიშნავთ 26 მაისს და ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა, ჩვენამდე მოიტანა ეს დღე, შეინარჩუნა ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება" - პრეზიდენტი

ხავიერ კოლომინას განცხადებით, ნატო საქართველოს იმ სფეციფიკურ ინსტრუმენტებს მიაწვდის, რომლებსაც ნდობის მაღალი გამო იმსახურებს.

“გასულ წლებში ამ ინსტრუმენტების გააქტიურება უკვე გადაწყდა და ახლა ამ პროცესში ვართ, რათა მივაწოდოთ საქართველოს სპეციფიკური ინსტრუმენტები, რომლებსაც ის იმსახურებს, ნდობის იმ ხარისხის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს ნატო-სა და თქვენ ქვეყანას შორის. ამ საკითხზე ვისაუბრეთ. ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკური დიალოგის შესახებ, რომელიც გვაქვს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ თქვენ პრემიერ-მინისტრს დღეს საღამოს და ამ დისკუსიას განვაგრძობთ,” – განაცხადა კოლომინამ.

მეტი:   "პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინაში არ ვგზავნით" - ჯენ ფსაკი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img