Wednesday, September 27, 2023

CNN: აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხვალ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს

მთავარი

(ACCnewsCNN-ის ინფორმაციით,  აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხვალ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს.

აღნიშნული ტელეკომპანიის ცნობითვე, სანქციების ახალი პაკეტი გულისხმობს რუსეთში ყველა ინვესტიციის აკრძალვას, გაიზრდება სანქციები ფინანსურ ინსტიტუტებზე, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ ოჯახებზე.

მეტი:   რუსეთმა უარი თქვა თავისი სამხედრო დოქტრინის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ელემენტზე - ბრიტანული დაზვერვა

“რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, ბუჩადან გავრცელებული ინფორმაცია სამხედრო დანაშაულის დამატებით მტკიცებულებებს აჩენს და როგორც პრეზიდენტმა თქვა, ვიმუშავებთ მსოფლიოსთან ერთად იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რუსეთი პასუხს აგებს ამ დანაშაულებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ხელსაწყო სანქციებია და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ სამომავლო სანქციებზე,” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

მეტი:   "კიევში სასწავლო პროცესი ონლაინ ფორმატში 28 მარტიდან განახლდება" - ვიტალი კლიჩკო
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img