Wednesday, September 27, 2023

CNN: რუსეთი კიევის შემოგარენიდან გარკვეული ძალების გაყვანას იწყებს

მთავარი

(ACCnews) CNN-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთი კიევთან და ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობას შეამცირებდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააფიქსირა, რომ რუსეთი კიევის შემოგარენიდან გარკვეული ძალების გაყვანას იწყებს.

ამავე მედია საშუალების ცნობით, რუსეთი კიევის შემოგარენიდან ძალების ნაწილის, მათ შორის, რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების გაყვანას იწყებს. ამასთან, CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის ძალები უკან იხევენ ჩრდილოეთის ზოგიერთი რაიონიდან რათა ფოკუსირება  მოახდინოს სამხრეთით და აღმოსავლეთით.

მეტი:   თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ იტოვებს უფლებას, რისკის შემცირების საკითხზე რუსეთთან პირდაპირ, უმაღლეს დონეზე, ისაუბროს

როგორც CNN-ი იტყობინება, აშშ-ში ვარაუდობენ, რომ ეს არ არის გადაჯგუფების მოკლევადიანი გეგმა და უფრო მეტად გრძელვადიანი ნაბიჯია, რადგან რუსეთი ხვდება, რომ უკრაინის ჩრდილოეთით წინსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა.

მეტი:   "გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთობის დღედ ვაქცევთ" - უკრაინის პრეზიდენტი

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაზე გამართული მოლაპარაკებებისას უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. ამასთან, მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებებისას ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა.

მეტი:   "პუტინი ისტორიის შეცვლას ცდილობს, რათა უკრაინაში უკანონოდ შეჭრა გაამართლოს" - ენტონი ბლინკენი

რაც შეეხება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, როგორც მევლუთ ჩავუშოღლუ განაცხადა “დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია” მიღწეული.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების  დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაზე.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img