(ACCnews) “აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავის რუს კოლეგას პირველად ესაუბრა,” – ამის შესახებ ინფორმაციას CNN პენტაგონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლოიდ ოსტინმა რუს კოლეგას “მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი უკრაინაში და კომუნიკაციების შენარჩუნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.”
“13 მაისს, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ესაუბრა პირველად, 18 თებერვლის შემდეგ”, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა.