(accnews) “მარიუპოლში, “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში ჩარჩენილი ჯარისკაცების შესახებ რთული მოლაპარაკებები გრძელდება,” – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პავლო კირილენკოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც CNN-ი წერს, დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული პროცესის შესახებ დეტალურ კომენტარს ვერ გააკეთებდა.
“რთული მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს, რათა თანდათან, დამცველები გადავარჩინოთ, რადგან რუსეთის ფედერაცია თავისი პირობებისა და მოთხოვნების კარნახს ცდილობს. პირველ რიგში მძიმედ დაჭრილი მებრძოლები იქნებიან. ამაზე მხოლოდ მაშინ უნდა ვისაუბროთ, როცა ხალხი უსაფრთხოდ იქნება. მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ ნებისმიერ კომენტარს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს მართლაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაცია მათ პირობებს ყოველთვის ცვლის. შეთანხმებები, რომლებიც მიღწეულია, არ არის 100%-იანი შეთანხმება რუსეთთან,” – განაცხადა პავლო კირილენკომ.