Saturday, June 3, 2023

ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა

მთავარი

(ACCnews) ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა. ქვეყანა ეროვნული ვალუტა კუნადან ევროზე გადავიდა და ევროზონის რიგით მე-20 ქვეყანა გახდა. შენგენის ზონაში კი, ხორვატია რიგით 27-ე ქვეყანაა, სადაც 400 მილიონამდე ადამიანს, წევრ ქვეყნებს შორის, თავისუფლად გადაადგილება შეუძლია.

მეტი:   24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის ომში 43200 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

როგორც “ბიბისი” წერს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროზონაში გაწევრიანება ხორვატიის ეკონომიკის დაცვას დაეხმარება. თუმცა, თავად ხორვატები შიშობენ, რომ ევროზე გადასვლა ფასების მატებას გამოიწვევს. ნოემბერში ხორვატიაში ინფლაციის დონემ 13.5%-ს მიაღწია, რაც სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად ევროზონაში.

მეტი:   უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი გამოიძახეს "შეურაცხმყოფელი" განცხადებების გამო
მეტი:   აშშ სირიასა და ერაყს დეესკალაციისკენ მოუწოდებს - სახელმწიფო დეპარტამენტი

გარდამავალ 14-დღიან პერიოდში ქვეყანაში კუნა ბრუნვაში დარჩება, რომ მოსახლეობამ მისი ევროზე გადაცვლა შეძლოს.

ხორვატია ევროკავშირის წევრი 2013 წლის პირველ ივლისს გახდა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img