Thursday, June 8, 2023

ჩინელი მეცნიერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქვეყანაში არსებულ კოვიდსიტუაციაზე ინფორმაციას მიაწვდიან

მთავარი

(ACCnews) ჩინელი მეცნიერები დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ კოვიდსიტუაციაზე ისაუბრებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთის ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს რამდენიმე დღის წინ მოუწოდა, ორგანიზაციას რეგულარულად გაუზიარონ კონკრეტული ინფორმაცია კოვიდსიტუაციის, ჰოსპიტალიზაციის, გარდაცვალების და ვაქცინაციის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალურმა გაზეთმა, People’s Daily-მა დღეს გამოაქვეყნა სტატია, სადაც რამდენიმე ჩინელი ექსპერტი აცხადებს, რომ ვირუსით გამოწვეული დაავადება ადამიანების უმეტესობას შედარებით მსუბუქი ფორმით გადააქვს.

მეტი:   "უკრაინაში ომი მოსკოვის გეგმის მიხედვით არ მიდის" - იენს სტოლტენბერგი

“მძიმე და კრიტიკული შემთხვევები შეადგენს ინფიცირებულ პაციენტთა 3%- 4%-ს,” – განაცხადა გამოცემასთან საუბარში პეკინის საავადმყოფოს ვიცე-პრეზიდენტმა, ტონგ ჟაოჰუიმ.

მეტი:   უკრაინაში კიდევ ერთი რუსი ოფიცერია ლიკვიდირებული

ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, კორონავირუსს გასული დღის განმავლობაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 5 253-ს შეადგენს.

Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა ჩინეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინები შესთავაზა, რათა ქვეყანას დაავადების გავრცელების შეჩერებაში დაეხმაროს.

მეტი:   იენს სტოლტენბერგი ჩინეთს მოუწოდებს, არ დაეხმაროს რუსეთს, ვინაიდან ეს ომის მასშტაბებს გაზრდის

ამასთან, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები და ბლოკის ჯანდაცვის სააგენტოები ოთხშაბათს გამართავენ მოლაპარაკებებს ჩინეთში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიმართ კოორდინირებულ რეაგირებაზე.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ავსტრალია, ინდოეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს კოვიდ ტესტის ჩატარებას სთხოვენ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img