Saturday, June 3, 2023

ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს საავიაციო ბაზარს უბრუნდება

მთავარი

(ACCnews) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მეტი:   "სიტყვები არ მყოფნის იმის ასახსნელად, თუ რას ვგრძნობ - ეს არის სისასტიკე, ეს არის ომის დანაშაულები" - შარლ მიშელი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2023 წლის 25 მარტამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება.

მეტი:   "ქვეყანაში არსებული სიტუაცია დემოკრატიული რეფორმების კუთხით გაუარესდა" - ევროპარლამენტი კვლევას აქვეყნებს

სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 23 დეკემბერს მიანიჭა.

მეტი:   დედოფალი ელისაბედ II საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, კოვიდ-19 ინფექციასთან დაკავშირებული პანდემიის გამო 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img