Monday, June 5, 2023

“გვყავს ხელისუფლება, რომელიც არათუ თანამშრომლობს რუსეთთან, არამედ პირდაპირ კრემლის ფილიალია გახსნილი „ოცნების“ სახით”- სერგო ჩიხლაძე

მთავარი

(ACCnews) “სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არათუ თანამშრომლობს რუსეთთან, არამედ პირდაპირ კრემლის ფილიალია გახსნილი საქართველოში „ქართული ოცნების“ სახით”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ჩიხლაძეს მიაჩნია, რომ სანქციები დაწესდება არა მხოლოდ  ბიძინა ივანიშვილის, არამედ სხვა პირების მიმართაც.

მეტი:   "თუ რუსეთი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს, ომი, შესაძლოა, მთელ კონტინენტზე გავრცელდეს"- ემანუელ მაკრონი

„რუსებთან თანამშრომლობა მგონი უკვე დოკუმენტირებულია – „ქართული ოცნების“ ყოველდღიური ქმედება არის დოკუმენტაცია და მტკიცებულება რუსეთთან თანამშრომლობის. ვფიქრობ, სანქციები იქნება, რადგან ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა, კიდევ ბევრი ფაქტი იქნება, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, სანქციებამდე საქმე მივა. არამხოლოდ ივანიშვილს, არამედ ბევრ სხვა მაღალჩინოსანსაც, მოსამართლეს თუ კლანის სხვა წევრებს შეეხება სანქციები,“ – განაცხადა ჩიხლაძემ.

მეტი:   აშშ საქართველოს რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან თავდაცვის გაძლიერების მიზნით 35 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოსკოვთან თანამშრომლობის სამხილები თუ საჭირო გახდება, წარდგენილი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით. აღნიშნულით მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან შეაფასა საქართველოს მთავრობის განცხადებები, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურს და რომ უკრაინის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია არანაირი დამადასტურებელი ფაქტი, თითქოს საქართველო მოსკოვთან თანამშრომლობს.

მეტი:   ლვოვის მერმა რომის პაპს საჩუქრად გადასცა ჯვარი - ჯვარზე რუსული ფრთოსანი რაკეტის ნაწილია, რომელიც დაჭრილი პატარა გოგონას სხეულიდან ამოიღეს
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img