(ACCnews) “უზარმაზარი მილოცვა ანა ჩაკვეტაძეს, პირველ ქართველ ქალ ოფიცერს, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის!”- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
როგორც საელჩო იუწყება, დაბრუნების შემდეგ, დიპლომატები მოუთმენლად ელიან იმის ნახვას, თუ როგორ გააგრძელებს ანა ჩაკვეტაძე საქართველოს მხარდაჭერას სამართალდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.