Wednesday, September 27, 2023

“ცეცხლის შეწყვეტა რუსეთისთვის სანქციების მოსახსნელად საკმარისი არ იქნება” – ბორის ჯონსონი

მთავარი

(ACCnews) “რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა საკმარისი არ იქნება დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოსახსნელად,” – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ზომებისა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გზით, რათა რუსეთის მოქმედებების კურსი სრულად შეიცვალოს.

მეტი:   პენტაგონი: ხომალდი მოსკვა უკრაინული რაკეტების მოხვედრის შედეგად ჩაიძირა

“პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის მიზეზი,” – თქვა ბორის ჯონსონის სპიკერმა ჟურნალისტებს კაბინეტის სხდომის შესახებ საუბრისას.

მეტი:   BBC: დიდი ბრიტანეთი რუსული გაზის საფასურს რუბლში არ გადაიხდის

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაზე გამართული მოლაპარაკებებისას უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. ამასთან, მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებებისას ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა.

მეტი:   საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ჩამოვა

რაც შეეხება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, როგორც მევლუთ ჩავუშოღლუ განაცხადა “დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია” მიღწეული.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების  დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაზე.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img