Friday, March 24, 2023

“საქართველო ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა, ამიტომ ჩვენ მის გვერდით უნდა ვიყოთ” – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

მთავარი

(ACCnews) “საქართველო ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა და ავლენს მოწყვლადობას. სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ ჩვენი პარტნიორების გვერდით უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, შესაძლებელია, სხვა ქვეყანაშიც მოხდეს”, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კანადამ უნდა შეასრულოს თავისი როლი და გააქტიურდეს ნატო-ს სხვა წევრებთან ერთად.

„ვიცით, რომ საქართველო ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა და ავლენს მოწყვლადობას. სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ ჩვენი პარტნიორების გვერდით უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, შესაძლებელია, სხვა ქვეყანაშიც მოხდეს. შესაბამისად, კანადამ უნდა შეასრულოს თავისი როლი და გააქტიურდეს ნატო-ს სხვა წევრებთან ერთად“, – განაცხადა მელანი ჯოლიმ.

მეტი:   "ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ" - ლაშა ტუღუში "ხალხის ძალის" წარდგენილ კანონპროექტზე

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებენ.

„კანადა დიდი შვიდეულის შეხვედრის მონაწილე იქნება. დღევანდელი შეხვედრის მიზანი დიდი შვიდეულის ლიდერებთან იმის უზრუნველყოფაა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე. დიდი შვიდეული გახდა კოორდინაციის ჯგუფი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ძლიერ სანქციებზე, რომელსაც რუსეთს ვუწესებთ, არამედ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ არ არსებობს ხვრელები, რომ დასავლეთთან ერთად კოორდინაციაში ვართ. თითოეულ იურისდიქციას შეუძლია, დააწესოს ძლიერი სანქციები ხალხზე, კერძოდ, ვლადიმერ პუტინსა და მის ოლიგარქებზე. ასევე, მნიშვნელოვან კომპანიებზე, რომლებიც პუტინის ომის მანქანისთვის საწვავს წარმოადგენენ. გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ერთიანი ვართ და უზრუნველვყოფთ მცირე თუ დიდ დახმარებას.

მეტი:   "მშვიდობიანი დემონსტრაციები არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტრუმენტი - ყველასთვის შეხსენება, თუ რას მოელით თქვენ პოლიტიკოსებისგან"- კარლ ჰარცელი
მეტი:   "საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს" - ესტონეთის დაზვერვის ექს-შეფი

სწორედ ამიტომ ყველაფრის კოორდინაციას ვახორციელებთ დიდი შვიდეულის შიგნით. ჩემი მხრიდან, ველოდები ნატო-ს ამ მნიშვნელოვან შეხვედრას. ეს არის შეხვედრების სერია. ამ შეხვედრების საშუალებით, ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენს პარტნიორებს. ვიცით, რომ 24 თებერვლიდან რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მსოფლიო უფრო სახიფათო გახდა. სწორედ ამიტომ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ნატო-ს მხრიდან კარგი მხარდაჭერა აქვთ. ველი დმიტრო კულებასთან შეხვედრას“, – განაცხადა მელანი ჯოლიმ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img