Saturday, March 25, 2023

“ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ეს შთამბეჭდავი მიღწევაა” – გერმანიის საელჩო

მთავარი

(ACCnews) “ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა,” – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

“ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ 100 ქულიდან 87 ქულით მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.

მეტი:   "მთავარია, შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით ცივი ომი და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე"- მიხეილ სააკაშვილი

ქვეყნის ეს შთამბეჭდავი მიღწევა საჯარო ფინანსების სფეროში გატარებული მთელი რიგი რეფორმების შედეგია, როგორიცაა, საშუალოვადიანი დაგეგმვის გაუმჯობესება, პროგრამული ბიუჯეტირების დანერგვა, ანგარიშვალდებულების გაზრდა, საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, საბიუჯეტო დოკუმენტაციის გამოქვეყნება, მოქალაქეთა გზამკვლევების მომზადება და სხვა დაკავშირებული ღონისძიებები.

მეტი:   აშშ-ის კონგრესი მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ამ დრომდე მომუშავე კომპანიებთან თანამშრომლობა შეწყვიტოს
მეტი:   "მრავალი გზავნილი, ერთი მისია": აშშ-ის საელჩო უკრაინის დახმარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

გერმანიის განვითარების თანამშრომლობის სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) სხვა პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას საჯარო ფინანსების მართვის კუთხით რეფორმების გატარებაში, განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე,” – განაცხადეს გერმანიის საელჩოში.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img