Saturday, September 23, 2023

The Times: ბრიტანეთი შეშფოთებულია, რომ მოკავშირეები „ზედმეტად სწრაფად“ ცდილობენ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას

მთავარი

(ACCnews) დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი დათმობებისკენ უბიძგეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი წერს.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, ბრიტანეთში შეშფოთებას იწვევს ის საკითხი, რომ მოკავშირეები „ზედმეტად სწრაფად“ ცდილობენ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. გაერთიანებულ სამეფოში მიიჩნევენ, რომ საკითხის დარეგულირება მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც უკრაინას ყველაზე ძლიერი პოზიციები ექნება.

მეტი:   ამერიკელი სენატორი: "რუსეთი შესაძლოა პოლონეთის აეროპორტებს თავს დაესხას"
მეტი:   აშშ-ის საელჩო: მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაციის პერიოდი ცნობილია

როგორც The Times-ი წერს, სატელეფონო საუბარში ბორის ჯონსონმა პრეზიდენტი ზელენსკი გააფრთხილა, რომ ვლადიმერ პუტინი „მატყუარა და ხულიგანია“, რომელიც საუბრის პროცესს უკრაინის გამოსაფიტად და მისი მხრიდან დათმობების მისაღებად გამოიყენებს.

მეტი:   "პუტინი არის გამოფიტული ძალა და ის დასრულდა" - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც სტამბოლში შედგა, მხარეებმა განაცხადეს, რომ პოზიციები მეტნაკლებად დაახლოვდა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img