Wednesday, September 27, 2023

გია ნოდია: “ბრიტანეთი უკრაინის მხარდამჭერი დარჩება, მაგრამ პირადად სუნაკისთვის ეს ნაკლებ ცენტრალური და ემოციური თემაა”

მთავარი

(ACCnews) ანალიტიკოსი გია ნოდია მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკისათვის, უკრაინის თემა შესაძლოა ნაკლებად ცენტრალური და ემოციური იყოს, ვიდრე წინა პრემიერებისათვის იყო.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ სუნაკი სავარაუდოდ პრაგმატული და იდეოლოგიური ლიდერი იქნება.

„გადაწყდა: რიში სუნაკი ბრიტანეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი გახდება. ის ბიზნესიდან მოდის და, როგორც ჩანს, პრაგმატული, ნაკლებ იდეოლოგიური ლიდერი იქნება.

მეტი:   ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 18 მაისს წარადგენენ

ბრიტანეთი უკრაინის მხარდამჭერი დარჩება, მაგრამ პირადად სუნაკისთვის ეს ნაკლებ ცენტრალური და ემოციური თემაა, ვიდრე ჯონსონისთვის ან თრასისთვის იყო.

ცხადია, ის პირველი ინდური წარმოშობის პრემიერია. როგორც პარლამენტის წევრმა, ბჰაგავატგიტაზე დადო ფიცი. მისი პრემიერობა ასახავს მნიშვნელოვან ცვლილებებს ბრიტანულ საზოგადოებაში;

მეტი:   "პუტინს ეგონა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ -ის ცდებოდა, ჩვენ მზად ვიყავით"- ჯო ბაიდენი

მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია (და ძალიან კარგია), რომ მის წარმოშობაზე ახლა ყურადღებას არავინ ამახვილებს,“- წერს გია ნოდია.

ცნობისათვის, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ – მინისტრი ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი ხდება. 42 წლის სუნაკი პირველი ფერადკანიანი პირია, რომელიც დიდ ბრიტანეთის პრემიერი ხდება. ის ასევე, ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იქნება, რომელიც ქვეყანას ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

მეტი:   "გერმანიის კანცლერმა რუსეთის მიმართ პოზიცია შეცვალა და პუტინთან საერთო ენის პოვნის აუცილებლობას უსვამს ხაზს"- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img