Wednesday, September 27, 2023

დიდი ბრიტანეთი მზად არის იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი

მთავარი

(ACCnews) დიდი ბრიტანეთი მზად არის იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი. – განცხადებას ​გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ბარბარა ვუდვორდი აკეთებს.

“ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ რუსული ჯარების გაყვანა ნებისმიერი გზით, რათა დავეხმაროთ ომის დასრულებას. და მოხარული ვართ, რომ ვითამაშოთ ეს როლი, თუ უკრაინა ითხოვს, დიახ,” –  განაცხადა ბარბარა ვუდვორდმა.

მეტი:   "სიტყვები არ მყოფნის იმის ასახსნელად, თუ რას ვგრძნობ - ეს არის სისასტიკე, ეს არის ომის დანაშაულები" - შარლ მიშელი

ცნობისათვის, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებებისას უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ.

მეტი:   "ჩვენ, რუსეთის ბირთვულ ძალებში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავთ" - ნატო

გარანტიები გულისხმობს ნატოს მე-5 მუხლის ანალოგს: თუ უკრაინა აგრესიის ობიექტი გახდება, მას უფლება აქვს მოითხოვოს კონსულტაციები სამი დღის განმავლობაში, თუ ისინი უშედეგო იქნება, გარანტორი ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინას შეიარაღებით და დახურონ ცა.

მეტი:   "თქვენ ისტორიის სწორი მხარე აირჩიეთ" - ზელენსკი გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე

ასეთი გარანტიით, უკრაინა არ განათავსებს უცხოურ სამხედრო ბაზებს თავის ტერიტორიაზე და არ შევა სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებში.

გარანტორებს შორის არიან გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი,  საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, პოლონეთი, ისრაელი.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img