(ACCnews) ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში გაჩაღებულ ომზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.
მისივე თქმით, სამხედრო დანაშაულწბწბის გამო პასუხისგება ფრონტის ხაზზე მყოფ რუს ჯარისკაცებსაც მოუწევს.
„პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს, ეს ეხება ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და უფრო მაღლა მდგომებსაც. პასუხისმგებლობა ყველას წინაშე უნდა დადგეს, მათ შორის ვლადიმირ პუტინის“, – აღნიშნა მან.
კვირას BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ლონდონი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მაგრამ არ გამორიცხავს სხვა მექანიზმებს და აპირებს, უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, განსაზღვროს ყველაზე ეფექტური სისტემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის ომის ჩამდენი მართლმსაჯულების წინაშე.
ამავდროულად, კლევერლის თქმით, ნატო არ ემუქრება რუსეთს, რადგან ის არის თავდაცვითი ალიანსი ყველა წევრი ქვეყნისთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ომში ალიანსის ქვეყნების ჩართვაზე საუბარი მხოლოდ ვლადიმერ პუტინის გამოსვლებში ისმის.
მანამდე, Sky News-თან ინტერვიუში ჯეიმს კლევერლიმ თქვა, რომ ვერ ხედავს ნიშანს, რომ ვლადიმერ პუტინს ნამდვილად სურს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკება.