Monday, June 5, 2023

“ყველა ნაბიჯი გადაიდგმება, რომ კომპანია “ბორჯომმა” საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს” – ფინანსთა მინისტრი 

მთავარი

(ACCnews) “ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია “ბორჯომმა” პროდუქციის წარმოება გააგრძელოს. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, კომპანიაში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმისთვის, რომ “ბორჯომმა” საქმიანობა აღადგინოს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი.” – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მეტი:   რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი 29 მარტს თურქეთში გაიმართება

“პირები, რომლებიც სანქცირებულები არიან, მათი აქტივები იყინება. ამ შემთხვევაში, “ბორჯომს” ნამდვილად დაუდგა პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ მისი დამფუძნებლების გარკვეული ნაწილი სანქცირებულთა სიაშია, რამაც ბუნებრივია, შესაბამისი ასახვა პოვა მის საოპერაციო საქმიანობაზე, შეზღუდული აქვს საოპერაციო საქმიანობა. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიამ თავისუფლად გააგრძელოს ოპერირება. ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია “ბორჯომმა” საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს. ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ კომპანიაში დასაქმებული პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სხვადასხვა კომპანიის გავლით და შესაბამისად, ეს პროცესი მნიშვნელოვანია.

მეტი:   ირაკლი ღარიბაშვილი: "აფხაზეთს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს მეორე მონაკო, სოხუმი მეორე მონტე-კარლო"

რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებებზე ბუნებრივია, ახლა ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება, ეს ინფორმაციაც საჯარო გახდეს,”- განაცხადა ხუციშვილმა.

მეტი:   "პრეზიდენტს დღეს ძალიან მკაფიო, ძლიერი გზავნილი ჰქონდა" - კელი დეგნანი

ცნობისთვის, კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” აცხადებს, რომ იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img