Wednesday, September 27, 2023

“პუტინმა წითელი ხაზები გადაკვეთა და საერთაშორისო საზოგადოება გაზრდის რუსეთის პრეზიდენტზე წნეხს”- ჯონსონი

მთავარი

(ACCnews) გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა “წითელი ხაზები გადაკვეთა”, რის გამოც საერთაშორისო საზოგადოება მასზე გაზრდის წნეხს.  ამის შესახებ ბორის ჯონსონმა ბრიუსელში ვიზიტის დაწყებამდე განაცხადა.

ჯონსონის თქმით, პარტნიორ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას მაქსიმალურად დაეხმაროს.

მეტი:   "უკრაინამ "აზოვსტალში" მყოფ თავის მებრძოლებს უნდა უბრძანოს, ჩაბარდნენ" - ვლადიმერ პუტინი

„შეგვიძლია ჩვენ მეტი გავაკეთოთ, რათა ხელი შევუშალოთ პუტინს მისი „ოქროს რეზერვების“ გამოყენებაში? რა შეგვიძლია გავაკეთოთ „სვიფტის” სანქცირებისთვის? ვლადიმერ პუტინმა წითელი ხაზები გადაკვეთა და საერთაშორისო საზოგადოება გაზრდის რუსეთის პრეზიდენტზე წნეხს

ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი უკრაინელებისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად. დიდი რაღაც, რაც გამოვლინდა გასულ თვეს – უდიდესი ფაქტი, რომელიც მსოფლიომ ახლა იცის, არის ის, რომ უკრაინელი ხალხი იბრძოლებს მათი ქვეყნისთვის. მათ სჯერათ თავიანთი ქვეყნის, უყვართ თავიანთი ქვეყანა და აპირებენ მის დაცვას. ეს იყო რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცოდით ერთი თვის წინ და ახლა ეს აბსოლუტურად ცხადია. ამან შეცვალა გეოპოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება მათ დავეხმაროთ, გვაქვს ვალდებულება დავეხმაროთ მათ თავისა და საყვარელი ადამიანების დაცვაში”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მეტი:   28 ქართველმა სტუდენტმა ბოსტონის უნივერსიტეტში საქართველოს ჰიმნი შეასრულა
მეტი:   აშშ უკრაინას 800 მილიონი დოლარის შეიარაღებას უგზავნის

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის ლიდერების სამიტი მიმდინარეობს.  შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომზე მსჯელობენ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img