(ACCnews) დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, დასავლეთმა შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს და უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინთან ურთიერთობა მისაღები აღარ უნდა გახდეს.
როგორც ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დასავლეთში ვინც ფიქრობს, რომ “ტირანიასთან შეგუება სჯობს,” ისინი ძალიან ცდებიან.
“მე ვიცი, რომ მსოფლიოში არიან ზოგიერთები, დასავლურ მთავრობაშიც კი… ვინც ამბობენ, რომ ჯობს ტირანიასთან შეგუება. მე მჯერა, რომ ისინი ღრმად ცდებიან. ამის შემდეგ პუტინთან ურთიერთობის აღდგენა, როგორც ეს 2014 წელს გავაკეთეთ, ზუსტად იმავე შეცდომის გამეორება იქნება”,- ფანაცხადა ბორის ჯონსონმა.
ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 24 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.