Friday, March 24, 2023

“უკრაინის არც ერთი ნაწილი არ არის დაზღვეული კრემლის უაზრო შეტევისგან”- ჯოზეფ ბორელი

მთავარი

(ACCnews) საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების განურჩეველ და უკანონო დარტყმებს მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

ბორელის თქმით, რსეთმა უკრაინაში ს საბრძოლო მოქმედებები უპირობოდ უნდა შეწყვიტოს.

მეტი:   COREPER II-მა ევროკომისია უკრაინა-საქართველო-მოლდოვის განაცხადის განსახილველად მოიწვია

“თავდასხმები აჩვენებს, რომ ქვეყნის არც ერთი ნაწილი არ არის დაზღვეული კრემლის უაზრო შეტევისგან. რუსეთმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, გაიყვანოს უკრაინიდან ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა,” – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

მეტი:   რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა

ცნობისთვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 55 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 4 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.

მეტი:   "რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ამ ადამიანების მკვლელობა" - დონალდ ტრამპი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img