Monday, June 5, 2023

“აშშ დარწმუნებულია უკრაინის მთავრობის ვალდებულებაში, სათანადოდ დაიცვას და აღრიცხოს ამერიკული წარმოების იარაღი” – ბონი დენის ჯენკინსი

მთავარი

(ACCnews) აშშ ძალიან სერიოზულად უდგება თავის პასუხისმგებლობას, დაიცვას ამერიკული თავდაცვითი ტექნოლოგიები და აღკვეთოს მათი უკანონო გავრცელება, – ამის შესახებ იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი დენის ჯენკინსმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ დარწმუნებულია უკრაინის მთავრობის ვალდებულებაში, სათანადოდ დაიცვას და აღრიცხოს ამერიკული წარმოების იარაღი.

ამასთან, დენის ჯენკინსი აღნიშნავს, რომ რისკის შემცირების ყველაზე ეფექტიანი გზაა რუსეთმა ომი დაასრულოს და  უკრაინიდან თავისი ჯარი გაიყვანოს.

მეტი:   კავკასიის მოლაპარაკებებში აშშ-ის უფროს მრჩევლად ფილიპ რიკერი დაინიშნა

„აშშ ძალიან სერიოზულად უდგება ჩვენს პასუხისმგებლობას, დაიცვას ამერიკული წარმომავლობის თავდაცვითი ტექნოლოგიები და აღკვეთოს მათი გაჟონვა ან უკანონო გავრცელება. ამიტომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, რათა უზრუნველვყოთ აღმოჩენილი დახმარების ანგარიშვალდებულება რთული კონფლიქტის პირობებშიც, რომელსაც ვხედავთ. იარაღის უკანონო გავრცელების შესაძლებლობა, ასევე ბრძოლის ველზე დანაკარგის რისკი არის იმ მრავალ განსახილველ სამხედრო-პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების საკითხს შორის, რომლებსაც აშშ ჩვეულებრივ აფასებს ხოლმე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ამერიკული თავდაცვითი შეიარაღების პოტენციური გადაცემის შეფასების დროს, განსაკუთრებით კი, ისეთ რთულ პირობებში, როგორიც დღეს უკრაინაშია. ასე რომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ უკრაინის მთავრობის ვალდებულებაში, სათანადოდ დაიცვას და აღრიცხოს ამერიკული წარმოების იარაღი. ოპერატიულ დეტალებში შესვლის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობს უკრაინასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანგარიშვალდებულება აშშ-ის მიერ გაწეული თავდაცვისა და უსაფრთხოების დახმარებისთვის. და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ რისკის შემცირების ყველაზე ეფექტიანი გზაა რუსეთის მიერ ამ ომის დასრულება და უკრაინიდან „თავისი ძალების გაყვანა“, – განაცხადა ჯენკინსმა.

მეტი:   აშშ-ის საელჩო მსჯავრდებულთა ტექნიკური და საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებისთვის
მეტი:   რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმას გეგმავს - იენს სტოლტენბერგი

გავრცელებული ინფორმაციით, ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის უკეთესად მონიტორინგს ითხოვენ, რადგან არსებობს საშიშროება, რომ კრიმინალური ჯგუფები კონტრაბანდის სახით ევროპის შავ ბაზარზე ყიდიან.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img