Saturday, January 28, 2023

“ქართველ ხალხს მთელი სიღრმით ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი” – ენტონი ბლინკენი

მთავარი

(ACCnews) “ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველ ხალხს მთელი სიღრმით ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი.” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

“რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველი ხალხი აჩვენებს მტკიცე გადაწყვეტილებას, მიჰყვეს ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.” – აცხადებს ბლინკენი.

მეტი:   "დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რუსეთი არაა დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით" - ენტონი ბლინკენი

მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის ასაშენებლად,

მეტი:   ავსტრალია უკრაინაში იარაღს, საბრძოლო მასალასა და ჯავშანმანქანებს გააგზავნის

“ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენი ქვეყნები ასევე ერთად მუშაობენ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად.

მეტი:   აშშ ანტონიო გუტიერესს რუსეთის მუქარის ფონზე დათმობაზე წასვლაში ადანაშაულებს

ქართველების ამ დღესასწაულის დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას საქართველოსთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პარტნიორობასთან დაკავშირებით.” – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img