(ACCnews) აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს.
მისი თქმით, თავდასხმების შედეგად რუსებმა უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მესამედზე მეტი გაანადგურეს.
“პრეზიდენტი პუტინი ცდილობს გამოიყენოს ზამთარი, როგორც იარაღი. რუსეთმა გაანადგურა ელექტროგადამცემი ქსელის მესამედზე მეტი და უკრაინის ყველაზე დაუცველი მოსახლეობა სიცივესა და სინბელეში დატოვა. ოჯახები, მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – ყველა სამიზნეს წარმოადგენს, “- აღნიშნა ბლინკენმა.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პუტინი მარცხდება უკრაინის წინააღმდეგ ომში.
”პრეზიდენტი პუტინი მარცხდება ბრძოლის ველზე, ვერ შეძლო ტერიტორიების მიტაცება სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში, ვერ შეძლო უკრაინის საზღვრების, უკრაინის იდენტობისა და ხალხის წაშლა”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.