Wednesday, June 7, 2023

“რუსეთის თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, უკრაინის მხარდამჭერებს ვერ გახლეჩს” – ენტონი ბლინკენი

მთავარი

(ACCnews) “პუტინმა „თავისი რისხვა და თავისი ცეცხლი“ მიმართა უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, დარტყმები მიაყენა ინფრასტრუქტურას, რომელიც უკრაინელებს გათბობით, წყლითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფს,” – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბუქარესტში ნატოს ორდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მეტი:   "აშშ ყოველთვის ღიაა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებისთვის" - ჯო ბაიდენი

მისი თქმით, რუსეთის უკანასკნელი პერიოდის სტრატეგია, რომელიც უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას ითვალისწინებს, ვერ გახლეჩს უკრაინის მხარდამჭერებს.

მეტი:   "ჩვენ საქართველოს ინტერესები უნდა დავიცვათ ამერიკაში დემოკრატების მმართველობის დროსაც და რესპუბლიკელების მმართველობის დროსაც" - დავით ქართველიშვილი

„ჩვენ ვიცნობთ პუტინის სცენარს: გაყინოს და დაამშიოს უკრაინელები, გამოყაროს ისინი სახლებიდან, გაზარდოს ენერგიის, სურსათისა და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში და შემდეგ შეეცადოს გახლიჩოს ჩვენი კოალიცია“, – თქვა ბლინკენმა.

მეტი:   კავკასიის მოლაპარაკებებში აშშ-ის უფროს მრჩევლად ფილიპ რიკერი დაინიშნა

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ენერგოსისტემაზე სარაკეტო იერიშების შედეგად,  ყინვის პირობებში მილიონობით ადამიანი დარჩა უშუქოდ და გათბობის გარეშე.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img