Thursday, June 8, 2023

“დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რუსეთი არაა დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით” – ენტონი ბლინკენი

მთავარი

(ACCnews) “პუტინმა ვერ შეძლო ბრძოლის ველზე გამარჯვება, ასე რომ, ის ძირითადად მიმართავს თავის ბრაზს და ცეცხლს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე, სამიზნეში იღებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბლინკენის განცხადებით, რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით.

მეტი:   რუსეთმა ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა

„დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, თუ მხარეები და ამ შემთხვევაში რუსეთი რეალურად დაინტერესებულნი არიან აზრიანი დიპლომატიით. ის, რაც ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ, ზუსტად საპირისპიროა. როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ ქვეყნების წინაშე, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკაში არიან, წარადგინა წინადადება, როგორ წავიდეთ წინ მშვიდობისკენ, რა გააკეთა ვლადიმერ პუტინმა? გააორმაგა და გაასამმაგა ყველაფერი, რასაც აკეთებდა, მეტი ძალების მობილიზება, უკრაინის ტერიტორიების ანექსია და ახლა ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას. მან ვერ შეძლო ბრძოლის ველზე გამარჯვება, ასე რომ, ის ძირითადად მიმართავს თავის ბრაზს და ცეცხლს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე, სამიზნეში იღებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ცდილობს, გამორთოს განათება, სითბო, ელექტროენერგია. სწორედ ეს ხდება. ასე რომ, სანამ პუტინი არ აჩვენებს, რომ ის რეალურად დაინტერესებულია მნიშვნელოვანი დიპლომატიით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სადმე წავიდეს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მეტი:   ემანუელ მაკრონი: "საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის უკრაინაზე ატომურ დარტყმას განახორციელებს"
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img