Friday, March 24, 2023

ენტონი ბლინკენის მონაწილეობით, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამშვიდობო შეთანხმების შემუშავება განიხილეს

მთავარი

(ACCnews) აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შეერთებული შტატების ინიციატივით, გამართეს სამმხრივი საუბარი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მონაწილეობით, სადაც განიხილეს ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების შემუშავება. ამის შესახებ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

საუბრისას დიპლომატებმა წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები ჟენევაში 2 ოქტომბრის შეხვედრის შედეგებზე.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბრისას, მხარეებმა „გაცვალეს აზრები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებისა და სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის დისკუსიის მექანიზმის შექმნის შესახებ“.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანის განცხადებით, საჭიროა სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაყვანა, სომეხი სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივი რეპატრიაცია და ცეცხლის შეწყვეტის უპირობო დაცვა.

მეტი:   საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ჩამოვა

„ახალი აგრესიის პრევენციის კონტექსტში აღინიშნა სასაზღვრო სიტუაციის მონიტორინგისა და კონტროლის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვის მნიშვნელობა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა იმედი გამოთქვა, რომ „მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე, ჟენევის შეხვედრაზე ბაქოს მიერ შემოთავაზებულ ელემენტებზე დაყრდნობით“.

სააგენტომ აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის მოწოდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის შესახებ ორმხრივი კომისიის ოქტომბერში ჩატარების შესახებ დადებითად შეფასდა.

მეტი:   ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნის ინიციატიით გამოდის

„ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის უზრუნველყოს მშვიდობა რეგიონში და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ პოსტკონფლიქტურ პერიოდში ბაქო გააგრძელებს მუშაობას ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციისთვის.“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბლინკენმა, თავის მხრივ, “მადლობა გამოხატა იმ პოზიტიური ნაბიჯებისთვის, რომლებსაც სომხეთი და აზერბაიჯანი დგამენ მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად”, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

“ის მიესალმა მინისტრთა შეხვედრას 2 ოქტომბერს, როგორც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი სამშვიდობო პროცესში. მდივანმა შეაქო სამხედრო ტყვეების გათავისუფლება და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ვალდებულება დავეხმაროთ სომხეთსა და აზერბაიჯანს პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრაში და ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატია ერთადერთი გზაა”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

მეტი:   "მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის დიდი შესაძლებლობებია" - ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს

შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეებში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ორი მასშტაბური დაპირისპირება მოხდა.

პირველი ერევნის მიერ ბაქოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლაჩინის დერეფნის კონტროლის გადაცემა. მეორე კი სასაზღვრო ტერიტორიების დაბომბვას მოჰყვა, რასაც რეგიონში შეერთებული შტატების როლის გაძლიერება მოჰყვა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img