Wednesday, September 27, 2023

“თავისუფლება არასდროს ყოფილა უფასო, დემოკრატიებს ყოველთვის სჭირდებათ ჩემპიონები” – ჯო ბაიდენი

მთავარი

(ACCnews) “თავისუფლება არასდროს ყოფილა უფასო, დემოკრატიებს ყოველთვის სჭირდებათ ჩემპიონები”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელების ბრძოლა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის.

მეტი:   "აშშ მსოფლიოსა და საქართველოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით დგას": აშშ-ის საელჩო

„ახლა, როდესაც რუსეთი აწარმოებს მორიგ აგრესიულ ომს თავისუფლების, დემოკრატიის, მეზობელი უკრაინის კულტურის და იდენტობის გასანადგურებლად, ჩვენ ცხადად ვხედავთ ყველაფერს, რაც დევს სასწორზე. თავისუფლება არასდროს ყოფილა უფასო, დემოკრატიებს ყოველთვის სჭირდებათ ჩემპიონები. დღეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში უკრაინა და მისი ხალხი მოწინავე ხაზზე არიან და იბრძვიან თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად, თუმცა, მათი ბრძოლა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, რომელიც ყველა ხალხს აერთიანებს. ეს არის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობდა ბევრი პატრიოტი, რომლებმაც მარადიული განსასვენებელი აქ, ამ წმინდა მიწაზე ჰპოვეს. ეს არის ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის“, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი:   აშშ-ის აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმებს გეგმავს
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img