(ACCnews) რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აკეთებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა რუსეთი აღიარებული ტერორიზმის სპონსორად, ჯო ბაიდენმა განაცხადა „არა“.
შეგახსენებთ, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას უკრაინის ხელისუფლება ითხოვს.
აშშ–ის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად ოფიციალურად ჰყავს აღიარებული კუბა, ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეა.