(ACCnews) “ვფიქრობ, პუტინი ჰაერის ჩასუნთქვას ცდილობს,” – ასე ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილებას.
“რუსეთს დროებითი ზავის წინადადებით დროის მოგება და ძალების გადაჯგუფება სურს. მე არ ვარ მოწადინებული, ვუპასუხო რაიმეს, რასაც პუტინი ამბობს. ის მზად იყო, დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერს და ახალ წელსაც კი. მსურს, ვთქვა, რომ პუტინი უბრალოდ ჟანგბადის პოვნას ცდილობს,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6 იანვრის 12:00 საათიდან ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის განკარგულება გასცა.