Friday, March 24, 2023

ჯო ბაიდენი: “პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე საუბრობს”

მთავარი

(ACCnews) აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ „კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ“ ყველაზე დიდ რისკს ქმნის. ამის შესახებ ბაიდენმა ნიუ-იორკში, დემოკრატიული პარტიის დონორებთან შეხვედრისას განაცხადა.

„პირველად კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, გვაქვს პირდაპირი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ჩვენ არმაგედონის პერსპექტივის წინაშე არ ვმდგარვართ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მეტი:   "პუტინი არის გამოფიტული ძალა და ის დასრულდა" - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე საუბრობს.

„პუტინი არ ხუმრობს, როცა საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ან ბიოლოგიური, ან ქიმიურ იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე, რადგან მისი არმია, შეიძლება ითქვას, იმაზე საგრძნობლად ცუდად ასრულებს დავალებას, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მეტი:   ჯო ბაიდენმა ამერიკული კომპანიები რუსეთის მხრიდან კიბერშეტევების საფრთხის შესახებ გააფრთხილა

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის და აშშ-ის ოფიციალური პირები დიპლომატიურ გამოსავალს ეძებენ.

მეტი:   "სინამდვილეში, პუტინმა უკან დაიხია და უარი თქვა უკრაინაზე თავდასხმაზე"- მიხეილ სააკაშვილი

ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტი გულისხმობდა 1962 წლის კრიზისს, რომელსაც შესაძლოა, ბირთვული ომი გამოეწვია. ეს მოვლენები ცნობილია კარიბის კრიზისის სახელითაც. აშშ-ის მიერ თურქეთში საშუალო რადიუსის რაკეტების განთავსების პასუხად, საბჭოთა კავშირმა კუბაზე განათავსა სამხედრო ქვედანაყოფები, რომელთა არსენალში იყო ბირთვული იარაღიც.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img