(ACCnews) აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთიდან გასროლილი ყოფილიყო.
„არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ამას. არ მინდა ამის თქმა მანამ, სანამ ბოლომდე არ გამოვიძიებთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, მისი ტრაექტორიის გამო, რომ რუსეთიდან იყოს გასროლილი, მაგრამ ვნახავთ, ვნახავთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, 15 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ორი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვრცელდება ვარაუდი, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტები ჩამოვარდა, თუმცა ვრცელდება მეორე ვერსიაც, რომ ჩამოვარდნილია უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის თავდაცვის S-300-ის რაკეტები.
ინფორმაციას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა” ვითარების ესკალაციის მიზნით.