Sunday, January 29, 2023

“მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი” – ჯო ბაიდენი რუსეთისგან ამერიკელი კალათბურთელის გათავისუფლებას ითხოვს

მთავარი

(ACCnews) თეთრი სახლი მოუწოდებს მოსკოვს, გაათავისუფლოს რუსეთის ციხეში მყოფი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი.

“ეს შეუწყნარებელია და მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი, რათა მან შეძლოს თავის მეუღლესთან, ახლობლებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რაც მსოფლიომ ისედაც იცის: რუსეთს უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული ბრიტნი” – აცხადებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

მეტი:   კრასნოდარის ტერიტორიაზე, სადაც „ვაგნერის“ სასწავლო ცენტრი მდებარეობს, ახალი საფლავები აღმოაჩინეს

შეგახსენებთ, რუსეთის სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერს. რუსეთში მას ბრალად დასდეს საზღვარზე ნარკოტიკების უკანონო გადატანა.

ამერიკელი სპორტსმენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს, როდესაც მის ბარგში კანაფის ზეთი აღმოაჩინეს. რუსეთში კანაფი აკრძალულია როგორც სამედიცინო, ისე რეკრეაციული მიზნებით.

მეტი:   შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა

თეთრი სახლი მოუწოდებს მოსკოვს, დათანხმდეს აშშ-ის არსებით შეთავაზებას, რომ რუსეთის ციხეში მყოფი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი გათავისუფლდეს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა გააკეთა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ რუსეთს სთავაზობს, გრაინერი და აშშ-ის კიდევ ერთი მოქალაქე პოლ უილანსი, აშშ-ში ციხეში მყოფ იარაღით ვაჭრობაში ბრალდებულ ვიქტორ ბუტში გაცვალონ. იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი, შეერთებულ შტატებში 25 წლიან სასჯელს იხდის.

მეტი:   აშშ უკრაინას 800 მილიონი დოლარის შეიარაღებას უგზავნის

რუსეთი დამატებით ითხოვს ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას, რაზეც აშშ-მა უარი აცხადებს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img