Wednesday, September 27, 2023

ჯო ბაიდენი ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის მოხმარების განკარგულებას გასცემს

მთავარი

(ACCnews) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაზის ტარიფის ზრდაზე საუბრისას უკრაინაზეც ისაუბრა და სიტყვა გენოციდი პირველად ახსენა.

„თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი საწვავის ავზის ავსების შესაძლებლობა, არც ერთი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი მსოფლიოს მოშორებით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელებისადმი მიმართვისას.

მეტი:   ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ღონისძიება USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა გახსნა

ბაიდენის თქმით, პუტინის მიერ ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით  ნებადართული ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის მოხმარების განკარგულებას გასცემს.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ტვიტერზე“ დაწერა.

მეტი:   ევროპის საბჭომ რუსეთს წევრობა შეუჩერა

„პუტინის უკრაინაში შეჭრამ მთელ მსოფლიოში გაზარდა გაზისა და სურსათის ფასები. მარტის თვეში ფასის 70-პროცენტიანი ზრდა პუტინის მიერ ფასების გაძვირებამ გამოიწვია. ვაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, რომ ფასი შემცირდეს“, – წერს ჯო ბაიდენი.

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 49 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 4.5 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.

მეტი:   მოლდოვის ვიცე-პრემიერი ე.წ. დნესტრისპირეთში აფეთქებებს "რეგიონის ისტორიაში ძალიან საშიშ მომენტს“ უწოდებს
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img