Saturday, January 28, 2023

ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების საკითხი განიხილეს

მთავარი

(ACCnews) დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ესაუბრა. – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა ბაიდენს კიევში მისი ბოლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

,,ლიდერებმა, უკრაინისთვის დახმარების დაჩქარების აუცილებლობა განიხილეს. მათ შორის, სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის გაძლიერება, რადგან უკრაინული ძალები, ქვეყნის აღმოსავლეთში, რუსეთის მორიგი თავდასხმებისთვის ემზადებიან.

მეტი:   "რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ" - ჯო ბაიდენი

პრემიერ-მინისტრმა ბაიდენს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის ახალი პაკეტის, მათ შორის, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისა და სამხედრო მანქანების შესახებ, რომელიც უახლოეს დღეებში და კვირებში ჩავა.

ორივე ლიდერმა ცხადად აღნიშნა, რომ პუტინი, მიუხედავად მისი ამაზრზენი მცდელობებისა, უკრაინელი ხალხის სულისკვეთებას ვერასოდეს შეაკავებს.

მეტი:   "რუსი დამპყრობლები ქალაქ კრემენაიაში შევიდნენ, დაიწყო ქუჩის ბრძოლები" - სერგეი გაიდაი

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, პუტინზე ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად, ერთობლივი ძალისხმევა გააგრძელონ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა, დღეს, ნიუ-იორკში მომხდარი თავდასხმის გამო, პრეზიდენტ ბაიდენს თანადგომა გამოუცხადა”, – ნათქვამია ,,დაუნინგ სტრიტის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი:   "ვამაყობ ქართული ლეგიონით" - ადამ კინზინგერი

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 49 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 4.5 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img