(ACCnews) “შეწყვიტე დაპირება, დაიწყე მოქმედება!” – ამ ლიზუნგით ბერლინის მოსახლეობამ უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართა.
გერმანიის მოქალაქეებმა მთავრობისგან რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესება მოითხოვეს. ინფორმაციას უკრაინის პარლამენტი ავრცელებს.
„შეწყვიტე დაპირება, დაიწყე მოქმედება! ბერლინში, რუსეთის გაზზე, ქვანახშირსა და ნავთობზე ემბარგოს დაუყოვნებლივი დაწესების მოთხოვნით, ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის დასასრულს, რუსეთის შემოჭრის შედეგად დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად, მონაწილეები მიწაზე დაწვნენ”, – ნათქვამია რადას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 42 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.