(ACCnews) გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ რუსეთისათვის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერებას ეხმაურება სოციალურ ქსელში რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ღირსეულ პოზიციას საფრთხეს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებები უქმნის.
„საქართველო და მოლდოვა რუსეთის მოწინააღმდეგეებშია კვლავ. ჩვენი უშუალო მეზობლები თავშეკავებულებში, შუა აზია – რუსეთში. ასე ნორმალურად მოიქცევა ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციაში კენჭისყრისას და მერე გამოვა ღარიბაშვილი და სულ წყალში ჩაყრის ყველაფერს.
მაგის პატრონის ტვინში ჩამახედა…რომ თამაშობს სახლობანას. რაკი სსრკ ქონების ბანდიტურ გადანაწილებაში მაშინდელ სახელისუფლებო ბანდიტებში ყოფნით ასე იხეირა, თავი რომ მსოფლიო მოთამაშედ წარმოიდგინა…გოიმი,“- წერს დავით ბერძენიშვილი.
ცნობისათვის, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერდა. ხმის მიცემის შედეგად 93 ქვეყნის წარმომადგენელმა ინიციატივას მხარი დაუჭირა, 24-მა მათგანმა უარი განაცხადა, ხოლო 58-მა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.