(ACCnews) “გერმანია ძალიან სერიოზულად ეკიდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბირთვულ მუქარას,” – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, უკრაინის რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით კრემლში გამართულ ცერემონიაზე პუტინის გამოსვლამ ნათლად აჩვენა, რომ მისი იმპერიული სიგიჟე არ შემოიფარგლება უკრაინით.
“პუტინის სიტყვებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. სხვა ყველაფერი დაუდევრობა იქნება. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. თუ რუსეთს ანექსია და შანტაჟი შერჩება და ამ ომს მოიგებს – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაანადგურებს უკრაინას – არა მხოლოდ ევროპის სამშვიდობო წესრიგი განადგურდება, არამედ არცერთი პატარა ქვეყანა აღარ იქნება დაცული,” – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.