Saturday, September 23, 2023

ბენეტი: რუსებს აღარ სურთ ზელენსკის შეცვლა და უკრაინის სრული დემილიტარიზაცია

მთავარი

(accnews) რუსეთი აღარ ითხოვს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეცვლას და უკრაინის სრულ დემილიტარიზაციას,” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა.

ისრაელის პრემიერის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა მისივე თქმით, მხარეებს შორის რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა ჯერ ძალიან დიდია.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: ბანაკი, რომელიც ზაფხულის საუკეთესო თავგადასავალი აღმოჩნდა

“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მხარეებს შორის გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა ჯერ ძალიან დიდია. მსოფლიოში სხვა მეგობრებთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას, რომ გადავლახოთ ეს აზრთა სხვადასხვაობა, რათა დავასრულოთ ომი. საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს, არის ამ ომის დასრულება, თუმცა გზა ჯერ კიდევ გრძელია და ჯერ კიდევ არის რამდენიმე სადავო საკითხი, რომელთა ნაწილი ფუნდამენტურია“, – განაცხადა ნაფტალი ბენეტმა.

მეტი:   გაერო: უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე 816 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მეტი:   სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დღეიდან მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა

ინფორმაციისთვის, რუსეთ-უკრაინას შორის ისრაელის შუამავლობა უკრაინამ მოითხოვა. მთავრობამ მიზეზად ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა დაასახელა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img