(ACCnews) ბელარუსში, მეზობელი ქვეყნებიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო, „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმი წესდება. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ განაცხადა.
მაკეის განცხადებით, „არსებობდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან იგეგმებოდა პროვოკაციები, რაც დაკავშირებულია ბელარუსის ტერიტორების ნაწილის დაკავების საფრთხესთან.”
ამასთან, ბელარუსის ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში ფარული მობილიზაციის განხორციელება გადაწყვიტა.