Wednesday, September 27, 2023

BBC: უნგრეთის პრემიერმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა რუსეთის წინააღმდეგ იარაღისა და სანქციების გამკაცრების შესახებ არ დააკმაყოფილა

მთავარი

(ACCnews) უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის ზოლტან კოვაჩის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ უარყო. – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

მეტი:   შავი ზღვის სანაპიროზე "აფრიკული წმინდა ივეოსი" დააფიქსირეს

ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინის დასავლეთში უნგრელ უმცირესობას საფრთხე დაემუქრება, თუ უნგრეთი იარაღს გაუგზავნის უკრაინას.

“უნგრეთს სურს ამ ომის მიღმა დარჩეს. ამიტომ ის არ დაუშვებს იარაღის უკრაინაში გადაცემას,” – განაცხადა უნგრეთის მთავრობის სპიკერმა.

მეტი:   "უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკულ სანქციებს დათანხმდება, თუ მილსადენით ნედლი ნავთობის იმპორტს ის არ შეეხება" - პიტერ სიიარტო

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირისა და ნატოს წევრმა უნგრეთმა უარი განაცხადა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნაზე ან მისი ტერიტორიის გავლით უკრაინისთვის იარაღის გადაცემაზე.

მეტი:   USAID-სა და განათლების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მიმართა და ვიქტორ ორბანს მოუწოდა, დაემტკიცებინა სანქციების გაფართოება, უნგრეთის ტერიტორიის გავლით იარაღის უკრაინაში გატარება და რუსეთთან საქმიანი კავშირების გაწყვეტა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img