(ACCnews) აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკამ რუსული ბუნებრივი რესურსების იმპორტი, ვინაიდან გაზის შესყიდვა უკრაინის წინააღმდეგ ომის სუბსიდირების ნაწილი იყო. ამის შესახებ ბაიდენმა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბაიდენმა აშშ–სა და ევროკავშირს შორის დადებული შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.
„პირველ რიგში, შეთანხმება ეხება რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას. პუტინი იყენებს ენერგეტიკულ რესურსებს მეზობლების იძულებისთვის და მანიპულირებისთვის, საომარი მანქანის ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამიტომ, შევწყვიტეთ რუსული ბუნებრივი რესურსების იმპორტი, რომ ცხადად გვეთქვა, ამერიკის მოსახლეობა არ არის უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და გაუმართლებელი ომის სუბსიდირების ნაწილი“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ რუსული გაზის აღმოფხვრას ექნება თავისი საფასური, მაგრამ „ეს არის სწორი ნაბიჯი მორალური თვალსაზრისით“.
“ინიციატივა ფოკუსირებულია ორ მთავარ საკითხზე, პირველი – დავეხმაროთ ევროპას, შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე შეძლებისდაგვარად სწრაფად, მეორე -ზოგადად გაზზე დამოკიდებულების შემცირება. რუსული გაზის აღმოფხვრას ექნება თავისი საფასური, მაგრამ ეს არის სწორი ნაბიჯი მორალური თვალსაზრისით, ეს ასევე იქნება უფრო ძლიერი სტრატეგიული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.