(ACCnews) აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან შეხვედრა გამართა, სადაც მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ევროპაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ბაიდენის თქმით, მისი თქმით, ის და სხვა ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებში განიხილავენ ნატო-ს მეხუთე პუნქტს, როგორც „წმინდა პასუხისმგებლობას“.
„ორი მსოფლიო ომის სამწუხარო გამოცდილებით ვისწავლეთ, რომ როცა კი პროცესების მიღმა დავრჩით და არ ჩავერთეთ ევროპის სტაბილურობის პროცესში, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ყოველთვის ცუდად დაუბრუნდა უკან. ამიტომ ამას დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი, როგორც სენატორი, რომელიც პოლონეთს ეწვია, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, როგორც ვიცე პრეზიდენტი და ახლა ვამბობ როგორც პრეზიდენტი, რომ სტაბილურობა ევროპაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ჩვენი ინტერესების თვალსაზრისით“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ უკრაინაში შეჭრით ნატო-ს გახლეჩას შეძლებდა.
„ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ამ ცვალებად სამყაროში არის ის, რომ ნატო რჩება ერთიანი. ჩვენს თვალსაზრისში არ არის გამიჯვნა. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვაკეთებთ ერთხმად და ყველა, ყველა თანხმდება“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე ევროპის ლიდერებთან შეხვედრებს მართავს.