Saturday, September 23, 2023

“პუტინს ყოფნის თავხედობა იფიქროს, რომ რადგან ის ძლიერია, სიმართლე მის მხარესაა”– ბაიდენი

მთავარი

(ACCnews) „ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არიან უკრაინა და უკრაინელი ხალხი. ისინი იბრძვიან საკუთარი ერის გადასარჩენად,”–  ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მსოფლიო დღეს დგას უკრაინის გვერდზე, რომელიც დემოკრატიისთვის იბრძვის.

“უკრაინელების მამაცი წინააღმდეგობა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, ბრძოლის დემოკრატიის მთავარი პრინციპებისთვის, რომელიც ყველა თავისუფალ ხალხს აერთიანებს. კანონის უზენაესობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სიტყვის თავისუფლება, შეკრების უფლება, რელიგიის თავისუფლება, პრესის თავისუფლება – ეს პრინციპები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფალ საზოგადოებებში. მაგრამ ამ პრინციპებს მუდმივად ებრძოდნენ. მსოფლიო არ არის სრულყოფილი, როგორც ჩვენ ეს ვიცით. ზოგიერთის ამბიციებია, მუდმივად დომინირებდნენ ბევრის თავისუფლებასა და სიცოცხლეზე.

მეტი:   ჯო ბაიდენმა "ლენდ-ლიზის" კანონს ხელი მოაწერა

ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი მე დღეს გადავეცი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და თავდაცვის მინისტრს, რომლებიც მჯერა, აქ არიან; ეს გზავნილი შემდეგია – ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მეტი:   "პუტინი დაახლოებით ორი დეკადაა ბუნკერშია! - ვგულისხმობ, ინფორმაციულ იზოლაციას" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ბაიდენის თქმით, დღეს რუსეთის პრეზიდენტი დემოკრატიას მსოფლიოს მასშტაბით ებრძვის და ვლადიმერ პუტინს ყოფნის თავხედობა, იფიქროს, რომ „რადგან ძლიერია, სიმართლე მის მხარესაა“.

„დემოკრატიისთვის ბრძოლა ვერ დასრულდა ცივი ომის დასრულებით. ბოლო 30 წლის განმავლობაში ავტოკრატიული ძალები აღზევდნენ მთელ მსოფლიოში. ეს ნიშნები ცნობილია – უპატივცემლობა კანონის უზენაესობისადმი, უპატივცემლობა დემოკრატიისადმი, უპატივცემლობა სიმართლისადმი. დღეს რუსეთმა მოგუდა დემოკრატია და სურს იგივეს გაკეთება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვაგანაც. ეთნიკური სოლიდარობის ცრუ საბაბით მან ძირი გამოუთხარა მეზობელ ქვეყნებს. პუტინს აქვს მიზანი, თქვას, რომ ის არ აზარალებს უკრაინას. ეს არის ცინიკური ტყუილი და მან ეს იცის. ეს ასევე არის უხამსობა. პრეზიდენტი ზელენსკი დემოკრატიულად იყო არჩეული. ის ებრაელია. მამამისის ოჯახი ჰოლოკოსტის დროს განადგურდა, პუტინს ყოფნის თავხედობა, როგორც ყველა ავტოკრატს, იფიქროს, რომ რადგან ის ძლიერია, სიმართლე მის მხარესაა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მეტი:   "რასაკვირველია, მხარს დავუჭერ საქართველოს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის პროცესი, რომელიც ხვალვე არ დასრულდება" - რასა იუკნევიჩენე
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img