(ACCnews) “აზოვსტალიდან” გათავისუფლებული მეომრების 99% კიდურები არ აქვს” – ამ განცხადებას საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაურის, დატყვევებული „აზოვსტალის“ დამცველის, სერგეი ვოლინას და, ტატიანა ხარკო აკეთებს. რაც შეეხება სერგეი ვოლინას, მის შესახებ ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
“თითქმის ყველა, 99% ხელების, ფეხების გარეშეა. ზოგს არ ესმის, ზოგი ვერ ხედავს. ზოგი ვერ ლაპარაკობს. ამ ბიჭებს ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გამოკვლევა“, – განაცხადა „აზოვსტალის“ დამცველის დამ.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის მხარე ტყვეობიდან 144 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლა. გათავისუფლებული 144-დან “აზოვსტალის” 95 დამცველია. მათ შორის 43 „აზოვის” ბატალიონის სამხედროა.