Wednesday, March 29, 2023

რუსები აზოვსტალში შეღწევას ცდილობენ

მთავარი

(ACCnews) “რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ აზოვსტალის დაკავების მცდელობებს, 13 მაისს დილით ოკუპანტები ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობენ,” – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

მარიუპოლის მერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ აზოვსტალში ოკუპანტები, ცდილობენ ქარხნის შუაგულში შეღწევას. მან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ დადიან რუსი ჯარისკაცები ქარხანაში.

მეტი:   "საქართველო და აშშ ერთად გმობენ რუსეთის საქციელს" - კელი დეგნანი

“აზოვტალის” ქარხანაში სიტუაცია დღითი დღე რთულდება.” – განაცხადა მარიუპოლის მერის მრჩეველმა.

მეტი:   ვარშავა ახალ წელთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებებზე უარს ამბობს

გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი აგრძელებდა საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე, მაშინ როცა მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებული იყო უკრაინული ჯარების ბლოკირებაზე “აზოვსტალის” ქარხნის მიდამოში.

მეტი:   ხარკოვის რეგიონში ოკუპანტების მიერ 600-ზე მეტი ნაწამები ცხედარი აღმოაჩინეს

“რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიეს რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ამ ნაწილში ჰყავთ ძალები კონცენტრირებული, მას შემდეგ რაც დანაყოფები კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გამოიყვანეს.” – ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img