Wednesday, September 27, 2023

სწავლება “კავკასიის არწივი 2022” ოფიციალურად გაიხსნა

მთავარი

(ACCnews) საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ სწავლებას გაივლიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამმხრივი საველე ტაქტიკური სწავლების “კავკასიის არწივი 2022” გახსნის ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში ჩატარდა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა.

მეტი:   მონტენეგრომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ბულგარეთმა სერგეი ლავროვის თვითმფრინავს ცა ჩაუკეტეს

ღონისძიებას თურქეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბურაკ ალთინერი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ფუად იბრაჰიმოვი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მეტი:   დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა

სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და მრავალეროვნულ გარემოში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება.

სწავლება “კავკასიის არწივი 2022”-ში მონაწილე სპეციალური დანიშნულების ჯგუფები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, დასახლებულ პუნქტში ბრძოლასა და სპეციალური ოპერაციების შესრულებაში.

მეტი:   "მინდა ბოდიში მოვუხადო უკრაინელებს, ქართველებს, რომ ვერ დავარწმუნე ჩემი მეგობრები დასავლეთიდან"– ევროპარლამენტარი

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება “კავკასიის არწივი 2022” ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. გასულ წელს სწავლებას თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img